7  ფსიქოლოგიური ცნება, რომელიც ბიზნესში გამოიყენება

0

წარმატებული მარკეტერის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის ადამიანების ფსიქოლოგიის ცოდნა, როგორ და რატომ იქცევიან ისინი ამა თუ იმ სიტუაციაში. როდესაც თქვენ პროდუქციისა თუ მომსახურების შეძენისთვის ხალხის მოზიდვას ცდილობთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ მათ სურვილები და პრობლემები.

გთავაზობთ რამდენიმე აპრობირებულ გაკვეთილს ფსიქოლოგიიდან, რაც ყველა მარკეტერმა უნდა იცოდეს.

ორმხრივი მოგება – „ორმხრივი მოგების“ ცნება მარტივია, თუ სხვას დაეხმარებით, მომავალში მათაც ექნებათ თქვენი დახმარების სურვილი. ასე რომ, დააჯილდოვეთ მომხმარებელი თავისუფლებითა და კეთილგანწყობით, საპასუხოდ ისინიც გააგრძელებენ თქვენთან ლოიალურ ქცევას.

  • „იმ შემთხვევაში გექნებათ ყველაფერი ცხოვრებაში, თუ სხვებს მისცემთ იმას, რაც მათ სურთ.“ – ზიგ ზიგლარი

ძალაუფლება – თქვენი პიროვნულობა  (რამდენად ცნობილი ხართ როგორც ავტორიტეტი) მომხმრებელს უფრო მეტად აღუძრავს ნდობას, რომ შეიძინოს თქვენი პროდუქცია ან მომსახურება. თუ თქვენ ეს გაქვთ, გამოამჟღავნეთ. დაე, იცოდეს თქვენმა აუდიტორიამ, რა მანდატებს ფლობთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხოლოდ ახლა იწყებთ და არ გაქვთ შესაბამისი ძალაუფლება, დაიქირავეთ სპიკერი, რომელსაც ადამიანების დარწმუნება შეუძლია.

  • „ხალხი ენდობა და მოსწონს ექსპერტებისგან ყიდვა.“ – ჯეი კონრად ლევინსონი

სოციალური მტკიცებულება – თქვენ ალბათ წაგიკითხავთ, როგორ მოქმედებს ჯგუფის აზრი ინდივიდუალურ ქმედებებზე. „სოციალური მტკიცებულების“ შემთხვევაში, თქვენი მომხმარებელი თქვენამდე მოდის ისეთი ადამიანთა ჯგუფის რჩევით, რომელთაც იგი ენდობა ან მოსწონს. დაე, ყველამ იცოდეს ვინ რას ამბობს თქვენს მომსახურებასა თუ პროდუქციაზე, ასე უფრო მარტივი იქნება ბრენდის პოპულარიზაცია.

დეფიციტი – ხალხს ის უნდა, რისი საშუალებაც არ აქვს. ფსიქოლოგიის ეს პრინციპი მარტივი ფორმულის გამოძახილია: რაც უფრო იშვიათია მომსახურება, პროდუქტი, შესაძლებლობა, მით უფრო ფასეულია ის. შეამცირეთ თქვენი პროდუქციის ხელმისაწვდომობა და გაყიდვები აუცილებლად გაიზრდება.

სიახლის ილუზია – ოდესმე გისწავლიათ ახალი სიტყვა, ან გიყიდიათ ახალი მანქანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ნაბიჯზე შეგხვედროდათ იგივე? ეს არის სიახლის ილუზია და გამოიყენება მარკეტინგში. განავითარეთ თანმიმდევრული და განმეორებადი მარკეტინგული კამპანიები და არა ფრაგმენტული ვიდეორეკლამები. ხალხი თქვენს კამპანიას მას შემდეგ შეამჩნევს, რაც პირველად წარუდგენთ მას.

ვალდებულებები – ხალხს არ უყვარს პირობების გატეხა. თუ ვინმეს რამეს შეპირდით, იქნება ეს შეხვედრა, მეილის გაგზავნა, ხელის მოწერა დოკუმენტზე თუ სხვა, ისინი თქვენ ვალდებულებას გაკისრებენ და აუცილებლად უნდა შეასრულოთ ის.

პირდაპირი ეფექტი – ჩვენ ბუნებრივად ვინახავთ ინფორმაციას მეხსიერებაში. მტკიცე გამოსვლა ხშირად გადაიქცევა ხოლმე ბუნდოვან გაურკვევლობად, რომლისგანაც მხოლოდ რამდენიმე საკვანძო კონცეფცია გვამახსოვრდება. თუ თქვენ საუბრობთ, წერთ ან ასწავლით, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჩატიეთ სათაურში. მთავარი მედიაპლატფორმები მიზნად ისახავენ მოკლე, კონკრეტულ შეტყობინებებს.

 

 

 

Leave A Reply

error: Content is protected !!