როგორ მუშაობს ჩვენი ცნობიერება და ქვეცნობიერება

0

ადამიანური აზროვნება- თული პროცესია, რომელსაც აქვს ორი განმასხვავებელი  ფაზა ანუ ფუნქცია. ყოველი ფაზა ხასიათდება საკუთარი სპეციფიკური ფენომენებით. ყოველ ფაზას შეუძლია როგორც დამოუკიდებელი, ისე სინქრონული მოქმედება. ერთ-ერთ ამ ფაზას ჩვენ ვუწოდებთ ობიექტურ გონებას, ანუ ცნობიერებას, რამდენადაც ის დაკავშირებულია ჩვენს ურთიერთობებთან გარე სამყაროსთან, მეორე ფაზას კი – სუბიექტურ გონებას, ანუ ქვეცნობიერებას. ქვეცნობიერებას შეუძლია კონტროლირდებოდეს ცნობიერი განწყობით. ცნობიერება დაკავშირებულია ობიექტური სამყაროს აღქმით, რომელიც ხორციელდება ჩვენი 5 ფიზიკური ორგანოთი., ცნობიერება ხელმძღვანელობს გარემომცველ სამყაროსთან ჩვენს ურთიერთკავშირებს. ჩვენ ცოდნას ვიღებთ 5 ორგანოს მეშვეობით. ჩვენი ცნობიერება სწავლობს დაკვირვების, გამოცდილებისა და განათლების მეშვეობით.

შეხედეთ, მაგალითად, ლოს-ანჯელესს: დაათვალიერებთ რა მის სკვერებს, შენობებს, შესანიშნავ დაგეგმარებას, ყვავილნარებს და ასე შემდეგ, თქვენ შეგიძლათ დაკვირვების საფუძველზე მიხვიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ესს ლამაზი ქალაქია. ესაა თქვენი ობიექტური გონების, ანუ ცნობიერების მუშაობა.

სიტყვა ,,ობიექტური“ გულისხმობს, რომ საქმე ეხება ობიექტური რეალობის ფიზიკურ აღქმას. სუბიექტური გონება ჩაწვდება თავის გარემოცვას გრძნობის 5 ფიზიკური ორგანოსგან დამოუკიდებელი საშუალებებით. სუბი8ექტური გონება, ანუ ქვეცნობიერება, – აქ შეიძლება დროული იყოს ორივე ტერმინის ხმარება, – გარემომცველ სამყაროს აღიქვამს ინტუიციური გზით. ქვეცნობიერება- ჩვენი ემოციების წყაროა. ჩვენ ვიცით, რომ ის ასრულებს თავის უმაღლესს ფუნქციებს, როცა გრძნობების ფიზიკური ორგანოები უმოქმედო მდგომარეობაშია.

როცა ცნობიერება იმყოფება ლატენტურ, ანუ მთვლემარე მდგომარეობაში, დგება ქვეცნობიერი ცოდნის გამოვლენის მომეტი. ქვეცნობიერებას არ სჭირდება თვალები, რათა ხედავდეს. მისთვის დამახასიათებელია ნათელმჭვრეტელობისა და ნათელსმენის უნარი. ქვეცნობიერებას შეუძლია დატოვოს სხეული, განახორციელოს შორეული მოგზაურობები და მოიტანოს მათგან ხშირად უფრო ზუსტი და ჭეშმარიტი ხასიათის ცოდნები. ქვეცნობიერების დახმარებით შეიძლება უმცირესს ნიუანსებამდე წავიკითხოთ სხვა ადამიანთა აზრები, აგრეთვე დავინახოთ დაწებებული კონვერტების შინაარსი და ჩაკეტილ სეიფებში არსებული საგნები.

ქვეცნობიერება საშუალებას გვაძლევს აღვიქვათ სხვა ადამიანთა აზრები კომუნიკაციის ჩვეულებრივი, ობიექტური საშუალებების მოზიდვის გარეშე. ამიტომ ლოცვის, ჭეშმარიტი ხელოვნების ასათვისებლად უდიდესი მნიშნველო9ბა აქვს ცნობიერება და ქვეცნობიერებას შორის ურთიერთკავშირს.

ობიექტური და სუბიექტური გონების აღსაწერად გამოყენებული8 უამრავი ტერმინი არსებობს. ესენია: ცნობიერება და ქვეცნობიერება, ცნობიერი და ქვეცნობიერი, ფხიზელი და მძინარე გონება, ზედაპირული ,,მე“ , და შინაგანი ,,მე“, შეცნობადი  და შეუცნობადი გონება, მამაკაცური და ქალური ასპექტი და ბევრი სხვა ტერმინი. მაგრამ დაიმახსოვრეთ – არსებობს მხოლოდ ერთი, ერთადერთი გონება, რომელსაც აქვს ორი ფაზა ან ფუნქცია.

სუბიექტური გონება ყოველთვის განიცდის განწყობების გავლენას. ის კონტროლირდება განწყობებით. უნდა გავიგოთ, რომ ქვეცნობიერება იღებს ყველა განწყობას; ის არ შედის თქვენთან კამათში, ის უბრალოდ ასრულებს თქვენ სურვილებს. ყველაფერი, რაც თქვენ გემართებათ, დაფუძნებულია აზრებზე, რომლებიც აღიბეჭდება თქვენს ქვეცნობიერებაში დარწმუნების მეშვეობით ~. ქვეცნობიერება იღებს თქვენს აზრთა წყობას და თქვენს მრწამსებს.

ამ აზრით ქვეცნობიერება რაღაცით ჰგავს ნიადაგს, რომელიც იღებს მასში ჩაგდებულ ნებისმიერ, როგორც სასარგებლო ისე არც თუ ისე სასარგებლო თესლს. დაიმახსოვრეთ : ყველაფერი რასაც თქვენ თვლით სწორად და რისიც გწამთ მიღებულ იქნება  ქვეცნობიერების მიერ და მისი გავლით შევა თქვენს ცხოვრებაში გარემოებების, გამოცდილების გამოვლენების ფორმით. იდეები ქვეცნობიერებაში გადადის გრძნობების მეშვეობით.

შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი ილუსტრაცია: ცნობიერება წააგავს ლოცმანს ან ადამიანის გემზე კაპიტნის ბოგურაში. ის მიმართულებას აძლევს გემს და განკარგულებებს აძლებს გუნდს სამანქანო განყოფილებაში, სადაც განლაგებულია ყველა ქვაბი, სარქველი, მართვის ორგანოები და ა.შ. სამანქანო განყოფილებაში მყოფებმა შეიძლება არც კი იცოდნენ გემის კურსი : ისინი ბრძანებას ასრულებენ. გემი შეიძლება შეეჯახოს კლდეებს, თუ კაპიტნის ბოგურაში მყოფი ადამიანი გადასცემს მცდარ ბრძანებას, რომელიც ემყარება კომპასის, სექსტანტის ან სხვა სანავიგაციო ინსტრუმენტების მონაცემებს. სამანქანო განყოფილებაში მყოფი ადამიანები ემორჩილებიან მას, ვინაიდან ის – მათ შორის მთავარია. ისინი არ შედიან კამათში კაპიტანთან არამედ უბრალოდ ემორჩილებიან მის გაცემულ ბრძანებებს.

კაპიტანი- გემის მეთაურია, მისი ბრძანებები უსიტყვოდ სრულდება. თქვენი სხეული და ყველა თქვენი მოქმედება სწორედ რომ გემია. თქვენი ცნობიერება იღებს იმ ბრძანებებს, რომლებსაც აძლევთ მას იმის საფუძველზე, რომ გჯერათ და მათ სწორად თვლით.

კიდევ ერთი მარტივი მაგალითი, თუ თქვენ ხშირად იმეორებთ საუბრებში ,,მე არ მიყვარს სოკო“, აუცილებლად დადგება მომენტი როცა თქვენ სოკოს მოგაწვდიან ამის შემდეგ თქვენ დაგემართებათ კუჭის მოუნელებლობა თუ ქვეცნობიერება გეუბნებათ ,, ჩვენს  პატრონს არ უყვარს სოკო“. შესაძლოა ეს მაგალითი სასაცილოდ მოგეჩვენოთ. და მაინც, ესაა თქვენს ცნობიერებასა და ქვეცნობიერებას შორის ურთიერთკავშირის მკაფიო მაგალითი.

თუ ვიღაც ქალიო ამბობს, ,,ღამის სამ საათზე მეღვიძება, თუ საღამოთი ყავას დავლებ“ , მაშინ ყოველ ჯერზე როცა ის საღამოთი ყავას დალევს, მისი ქვეცნობიერება თითქოს უბიძგებს მას და უნდა რომ უთხრას : ,, ჩემს პატრონს უნდა რომ შენ ღამე ვერ დაიძინო „

ძველ ალეგორიებში გული გამოდიოდა ქვეცნობიერების განსახიერებად. ეგვიპტელები თვლიდნენ რომ გული ქვეცნობიერება ,აგრა, არ უწოდებდნენ მას ასე. ქალდეელები და ბაბილონელები მას უწოდებდნენ სხვადასხვა სახეებს. შეიძლება ანაბეჭდი დატოვო ქვეცნობიერებაში, და ის ასახავს იმას რაც მასში აღიბეჭდა. ვენი ცნბოიერების მიერ მიღებული იქნება ნებისმიერი გრნობით გამსჭვალული იდეა ან იდეა რომელიც შეგრძნებულია როგორც სწორი.

თუ თქვენ, მაგალითად განკურნების სურვილი გკლავთ, უნდა მოხვიდეთ მშვიდ, მოდუნებულ მდგომარეობაში, თავისუფლად ისუნთქოთ, გაააქტიუროთ ყურადღება, იფიქროთ თქვენი ცნობიერებისთვის დამახასიათებელ სამკურნალო ძალებზე და განიმტკიცოთ აზრი, რომ თქვენი სხეულის შესაბამისი ორგანო მიმდინარე მომენტში გადის განკურნების პროცესს. ამასთან თქვენი გული თავისუფალი უნდა იყოს ეჭვებისგან და წუხილისგან: ყველას უნდა აპატიოთ. ეს სამკურნალო პროცედურა შეიძლება ყოველდღე ორჯერ ან სამჯერ გაიმეოროთ. გახსოვდეთ, რომ  თქვენი ქვეცნობიერება მართავს თქვენს სხეულს და შეუძლია მისი განკურნება ადამიანები ხშირად საკუთარ  თავს არწმუნებენ, რომ სხეულის რომელიღაც ორგანო ან ნაწილი ინკურნება მაგრამ 10-15 წუთის შემდეგ იგივე ადამიანები ამბობენ: ,, უი უარესად გავხდი, არასოდეს გამოვჯანმრთელდები. ჩემი სენი განუკურნებელი“ .  ასეთი შინაგანი განწყობა და უარყოფითი მტკიცება აქარწყლებს წარსულ დადებით განწყობას.

ავადმყოფისთვის აპენდიქსის ამომჭრელ ქირურგს სულ რამდენიმე წუთის შემდეგ ხელახლა გაეხსნა ჭრილობა იმაში დასარწმუნებლად რომ ყველაფერი წესრიგშია, შემდეგ კი გაეკერა, ნახევარი საათს შემდეგ კი ისევ გეკვეთა ავადმყოფი, ალბათ, ინტოკსიკაციისგან მოკვდებოდა. თქვენ ხომ ამის მსგავსად იკლავთ თავს ან საკუთარი ნეგატიური  ძალებით ეწინააღმდეგებით საკუთარი თავის განკურნებას.
ქვეცნობიერება თქვენს შიგნით იმყოფება, თქვენ უნდა ისწავლოთ მისი გამოყენება, ისევე როგორც სარგებლობთ მაგალითად , ელექტროობით. ადმიანებმა ისწავლეს ელექტროობის გამოყენება, გამტარების, ნათურების ან რაიმე ხელსაწყოების დახმარებით ელექტრო გამტარების იზოლაციის და ა.შ კანონების ცოდნის საფუძველზე. ჩვენთვის აუცილებელია, იმის ცოდნა, თუ როგორი უზარმაზარი ძალა და ცოდნაა ჩადებული თვითონ ჩენში და უნდა ვისწავლოთ მათი სწორად გამოყენება.

ბევრი ადამიანი უკვე იწყებს ქვეცნობიერების ჭეშმარიტი მნიშვნელობის გაგებას. ბიზნესში ბევრი იყენებს ქვეცნობიერებას წარმატების მისაღწევად ან კარიერული კიბეზე ასასვლელად. ედისონი, ფორდი, მარკონი, აინშტაინი და ბევრი სხვა იყენებდა ქვეცნობიერებას : იგი ჩუქნიდა მათ ინტუიციურ გაცისკროვნებას და ცოდნას, რომლებიც აუცილებელია მათი დიდი აღმოჩენებისთვის მეცნიერებაში, მრეწველობასა და ხელოვნებაში. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეცნობიერების ამოქმედების უნარი განსაზღვრავდა ყველა დიდი მეცნიერისა და მკვლევარის წარმატებას. თქვენს შიგნით დამალულია მძლავრი გენერატორი , რომლის გამოყენებაც წარმატებით შეგიძლიათ. თქვენ აგრეთვე გაქვთ  შესაძლებლობა სრულიად განთავისუფლდეთ დაძაბულობისა და იმედგაცრუებისგან. თქვენ გაქვთ უნარი აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ჭარბი ენერგია და სიცოცხლისეული ძალით აავსოთ სხეულის ყველა ნაწილი.

მაგალითად, ამბობენ , რომ მწერალი ელბერტ ჰაბარდი ამტკიცებდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იდეები ეწვევა ხოლმე ადამიანს, როცა ის იმყოფება რელაქსაციის მდგომარეობაში, ბაღში მუშაობს ან სასეირნოდ მიდის; ეს მეტყველებს იმაზე, რომ როცა ცნობიერება იმყოფება რელაქსაციის მდგომარეობაში ზედაპირზე ამოტივტივდება სუბიექტური სიბრძნე. ცნობიერების სრული რელაქსაციისაას ადამიანებს ხშირად  ეწვევათ ხოლმე შთაგონების ჩქაფუნი.

ვფიქრობ, თქვენც ხშირად წვალობდით ღამღამობით, ვერ პოულობდით რა მსგავს პასუხს პრობლემებზე ხოლო როცა დასახმარებლად ქვეცნობიერებას მიმართავდით, დილით ის  გიკარნახებდათ სწორ გადაწყვეტილებას. სწორედ ამაში მდგომარეობს ძველი ანდაზის დედააზრი: ,, დილა საღამოზე ბრძენია“. თუ თქვენ გინდათ დილის 7 საათზე გაღვიძება და ასეთ განწყობას აძლევთ ქვეცნობიერებას, ქვეცნობიერება გაგაღვიძებს ზუსტად 7 საათზე.

ქალი ღამით ფხიზლობს ავადმყოფი შვილის საწოლთან და მოულოდნელად დაღლილობისგან ეძინება, მაგრამ სანამ დაიძინებს ქვეცნობიერს აძლევს განწყობას, რომ გამოიღვიძებს, თუ შვილს სიცხე აუწევს მოვა წამლის მიღების დრო, ან თუ პატარა ატირდება. ფანჯრებს მიღმა შეიძლება ქუხდეს კიდეც ის მძინარეს ვერ გააღვიძებს მაგრამ ბავშვის პირველივე წამოყვირებისას დედა მაშინვე გაიღვიძებს ასეთია ჩვენი ქვეცნობიერის მატივი ფუნქცია.

 

წყარო:    ჯოზეფ მერფი „გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები“

 

 

Leave A Reply

error: Content is protected !!