არაცნობიერი ფსიქოანალიზში

0

1896 წლის 6 დეკემბერს ფლისისათვის გაგზავნილ წერილში ფროიდი ფსიქიკურ აპარატს განმარტავს, როგორც მეხსიერების განსაკუთრებულ ფორმას, რომელიც ,,მნესტიკური კვალის“ [i] ჩაწერის ადგილია. ნიშნები და პერცეპტული გამოცდილება ფსიქიკური აპარატის სამ განსხვავებულ დონეზე აღინუსხება:

W-Wz   I-Ub  II-Vb  III – BeW.

W (whrenhmung) – აღნიშნავს პერცეფციას. ფსიქიკური აპარატის ეს ნაწილი პერცეპტულ რეალობას აღიქვამს, მაგრამ არ ინახავს მას, რადგან ,,ცნობიერება და მეხსიერება ერთმანეთს გამორიცხავს“ . (ფროიდი)

  1. Wz ( warhrehmungszeichen) – აღნიშნავს სეგმენტს, რომელიც პერცეპტულ მასალას აღნუსხავს და იმახსოვრებს. ამ ნაწილში არსებული შინაარსები ცნობიერებისთვის მიუწვდომელია.
  2. Ub ( UnbewuBtsein) – აღნიშნავს არაცნობიერს. ის პერცეფციის შენახვისა და არნუსხვის რიგით მეორე ადგილია, ხოლო შინაარსები, დაცული ფსიქიკური აპარატის ამ მეორე სეგმენტში, აგრეთვე მიუწვდომელია ცნობიერისთვის.
  • Vb ( vorbewuBtsein) – აღნიშნავს წინაცნობიერს, როგორც შინაარსებისა და პერცეპტული მასალის ტრანსკრიფციის მესამე განყოფილებას. წინაცნობიერში დაცული მასალა მისი გაცნობიერების პოტენციურ შესაძლებლობას უკვე გულისხმობს.

BeW ( BewuVtsein )-  ცნობიერების აღმნიშვნელი აბრევიატურაა.

 

ფსიქიკურ აპარატში უკვე აღნუსხული მასალა, ახალი პერცეპტული მასალის ტრანსკრიფციის კვალობაზე, მოდიფიკაციას განიცდის. ამიტომ დროთა განმავლობაში იქმნება შენახული შინაარსების გარკვეული ერთობლიობა, რომელიც ერთმანეთისგან ქრონოლოგიურად დიფერენცირებული აღარ არის. არაცნობიერში რეგისტრირებულ[ii] ( ჩაწერილ) შინაარსებს ფროიდი ,,განდევნილს“  უწოდებს. აღწერილი ტოპოგრაფიული სისტემა გულისხმობს ფსიქიკური აპარატების ფარგლებში უსიამოვნების წარმოქმნის რისკს,[iii] განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პერცეპტული გამოცდილება ფსიქიკურ გადამუშავებას განიცდის და გარკვეულ მნიშვნელობებს იძენს. უსიამოვნო მდგომარეობის თავიდან აცილების აუცილებლობა შობს დაცვით რეაქციას, რაც განდევნის, როგორც ფსიქიკური მექანიზმის, მოქმედებას უდევს საფუძვლად. დაცვის ეს მექანიზმი პათოლოგიურია, მაშინ როდესაც  ,,განდევნა ვრცელდება წარსულში განცდილ სექსუალური ბუნების მქონე მოვლენებზე“[iv].

  • მეტაფსიქოლოგია

1915 წელს ფროიდმა გამოაქვეყნა სტატიების სერია. თეორიას, რომელსაც ეს სტატიები ეძღვნება, იგი უწოდებს ,,მეტაფსიქოლოგიას“. სტატიების ეს წყება ფროიდს არ დაუსრულებია, თუმცა ჩვენამდე მოღწეული ხუთი ნაშრომიდან ერთ-ერთის სათაურია ,,არაცნობიერი“. ფროიდი სტატიის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ ,,განდევნილი“ და ,,არაცნობიერი“ ერთმანეთის სინონიმები არ არის. ,,ყველაფერი, რაც განდევნილია, აუცილებლად არაცნობიერია, მაგრამ, უნდა ვთქვათ, რომ განდევნილი არაცნობიერს მთლიანად არ მოიცავს[v]“. ფროიდი იქვე აღნიშნავს, რომ ფსიქოანალიზი არ არის თეორია არაცნობიერის შესახებ და ამით ცდილობს, კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, რომ ფსიქოანალიზი, უპირველეს ყოვლისა ანალიზის პრაქტიკის თეორიაა, რომელიც არაცნობიერს, როგორც ჰიპოთეზას, ეყრდნობა. სინამდვილეში არ არსებობს არაცნობიერთან მისასვლელი პირდაპირი გზა. ფსიქოანალიზური მუშაობა კი ერთადერთი მეთოდია, რომელიც არაცნობიერს, მისი გამოვლინებებისა და ფორმაციების ,,გადათარგმნის“ მეშვეობით მოიხელთებს. ფსიქოანალიზური მეთოდი მხოლოდ გვარწმუნებს არაცნობიერის არსებობის რეალობაში, გვიყალიბებს მტკიცებულებებით გამყარებულ რწმენას ( ფროიდი სწორედ ამ ორ სიტყვას იყენებს: ,,რწმენა“ ,  ,,მტკიცება“), რომ იგი სუბიექტის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ანალიზური მეთოდის მიზანია სუბიექტში ახალი ცოდნის დაბადება, იმ ცოდნისა, რომელიც რთულად მოსახელთებელი ფსიქიკური ჭეშმარიტების ტრანსფორმაციის შედეგია. ანალიზური მუშაობისას ეს ფსიქიკური სინამდვილე თავბრუდამხვევ რეალობად აღმოცენდება. აქედან გამომდინარე, არაცნობიერის განსაზღვრება ან  მისი აღწერა მხოლოდ და მხოლოდ ნეგაციონისტური გზით არის შესაძლებელი.  ფროიდი ამ სტატიაში არაცნობიერს უარყოფითი ატრიბუტებით აღწერს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, არაცნობიერი, როგორც ჰიპოთეზა, ეყრდნობა მთელ რიგ „ მტკიცებულებებს“, ფენომენებს, რომელთა გაგების მცდელობა ამ ჰიპოთეზის არსებობის აუცილებლობას შობს და მის ლეგიტიმურობას უსვამს ხაზს

ფროიდის სტატიაში „არაცნობიერი“ (1915 წ) წერს, რომ „არაცნობიერი მოიცავს, ერთი მხრივ, ლატენტურ აქტებს, რომლებიც დროის მოცემულ მომენტში არაცნობიერი, მაგრამ  თავისთავად ეს აქტები ცნობიერი ქმედებებისგან არაფრით განსხვავდება, ხოლო მეორე მხრივ, არაცნობიერი შედგება პროცესებისაგან, რომლებსაც განდევნილს ვუწოდებთ იმ შემთხვევაში თუ განდევნილი შინაარსები ცნობიერების ზღურბლს გადაკვეთენ, ისინი ცნობიერებაში მიმდინარე პროცესების ნაწილი ვერ გახდებიან პირიქით, მათ რადიკალურად გაემიჯნებიან[vi]“. ამ ციტატაში ნათლად ჩანს, რომ არაცნობიერის 1915 წლის განსაზღვრება მნიშვნელოვნად განსხვავდება ფროიდის ადრეული განსაზღვრებისაგან, არაცნობიერები აღარ არის ცნობიერის ერთგვარი ნარჩენი, მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი საკუთარ თავს ამოწურავს, არამედ განასახიერებს განსაკუთრებულ რეალობას, ინსტანციას, რომელიც ფსიქიკური აპარატის ფარგლებში სპეციფიკურად ურთიერთქმედებს წინაცნობიერებისა და ცნობიერის ინსტანციებთან. ფროიდი აღნიშნავს, რომ ცნობიერებასა და არაცნობიერს შორის არსებული ურთიერთქმედება ლტოლვაზე არ ვრცელდება რადგან ლტოლვა არასდროს არის ცნობიერი, იგი არც არაცნობიერშია წარმოდგნილი, როგორც ერთგვარი მოცემულობა, არამედ ის ყოველთვის რეპრეზენტირებულია შინაარსებით ე.ი ლტოლვა იმდენად არსებობს და მასზე დაკვირვება შეგვიძლია, რამდენადაც ის რეპრეზენტირებულია.

არაცნობიერი ხასიათდება ზოგიერთი განსაკუთრებული თვისებით, რომელსაც ფროიდი ჩამოთვლის:

  • არაცნობიერის ბირთვი „შედგება და აგებულია ლტოლვების რეპრეზენტაციებითა და ინვესტიციებით, ისინი ამ ინვესტიციების განტვირთვისკენ ისწრაფვიან, სხვაგვარად არაცნობიერი შედგება ლტოლვითი ბუნების სურვილებისგან “(ფროიდი).
  • არაცნობიერში არარსებობს „არც უარყოფა და არც ეჭვი, ისევე როგორც არარსებობს მტკიცება ან დარწმუნებულობის ხარისხი (ფროიდი). ეს ფუნქციები ( ეჭვი, უარყოფა ან მტკიცება) ფსიქიკურად ცხოვრებაში მონაწილეობს იმდენად , რამდენადაც „მათ საფუძვლად უდევს არაცნობიერსა(ICS) და წინაცნობიერს (PCS) შორის წარმოქმნილი ცენზურის მოქმედება“ (ფროიდი)
  • არაცნობიერში პირველადი პროცესებია გაბატონებული, რაც იმას ნიშნავს რომ არაცნობიერი მხოლოდ გარკვეული ინტენსიური მქონე მუდმივად მოძრაობაში მყოფი ინვესტიციებისაგან შედგება. გადანაცვლება და კონდენსაცია არაცნობიერში მოქმედი ძირითადი მექანიზმებია.
  • არაცნობიერი პროცესები „ზედროულობით (ატემპოლარულობით) ხასიათდებიან, ე.ი. ისინი დროის მიერ დამყარებული წესრიგის მიხედვით ორგანიზებულნი არ არიან არაცნობიერი პროცესები დროის დინების მიღმა არსებობენ და დრო მათზე კვალს ვერ ტოვებს, ვერ ცვლის მათ. არაცნობიერში მიმდინარე პროცესებს აბსოლუტურად არაფერი აკავშირებთ დროსთან“. (ფროიდი).
  • არაცნობიერი პროცესები ერთადერთ პრინციპს – სიამოვნების პრინციპს ექვემდებარებიან და სრულიად არ ითვალისწინებს რეალობას, არაფერ აკავშირებთ მასთან.

ამრიგად, არაცნობიერს ახასიათებს: ,,კონტრადიქციის (ანუ დაპირისპირების) არარსებობა, პირველადი პროცესები ( ინვესტიციების მობილობა და დინამიზმი), ზედროულობა და გარე რეალობის ფსიქიკური რეალობით ჩანაცვლება“ (ფროიდი, ,,არაცნობიერი“, 1915 წ. ).

აღსანიშნავია, რომ ფროიდი სტატიის ფინალურ ნაწილს უძღვნის ფსიქოზს, კერძოდ კი, შიზოფრენიას, და ამბობს: ,,მაშინ როდესაც შიზოფრენიისას შინაარსები ცნობიერად ვლინდება, ტრანსფერის ნევროზის დროს არაცნობიერსი მათი არსებობა დასტურდება მხოლოდ ფსიქოანალიზური მუშაობთ არის შესაძლებელი“ (ფროიდი, ,,არაცნობიერი“ 1915 წ.). ამ კონტექსტში ფროიდი განიხილავს შიზოფრენიის დროს მეტყველების რღვევას, ფსიქოზის დროს- სიტყვასა და საგანს, სიტყვასა და ნივთს შორის იგივეობას.

  • არაცნობიერი სტრუქტურულია, როგორც ენა

თუ არაცნობიერი მხოლოდ რეპრეზენტაციებისაგან შედგება, მაშინ გასაგები ხდება მიზეზები, რომლებმაც ლაკანს, თავისი სწავლების საწყის ეტაპზე, ათქმევინა, რომ არაცნობიერი სტრუქტურირებულია, როგორც ენა. ამ ფორმულაში განსაკუთრებულ ყურადღებას ტერმინი ,,როგორც“ უნდა იმსახურებდეს.

ლაკანი სწავლების პირველ ეტაპზე არაცნობიერის შემდეგ განსაზღვრებას გვთავაზობს:

,, არაცნობიერი არის ჩემი ისტორიის ის ნაწილი, რომელიც შეიცავს თეთრ ლაქას ან გადაფარულია სიცრუით: [vii]იგი არის ცენზურით დაღდასმული ჩემი ისტორიის ნაწილი. მაგრამ ჭეშმარიტების აღმოჩენა შესაძლებელია, ის ამოტვიფრული და ჩაწერილია სხვაგან და თავს ავლენს:

  • ქანდაკებებში, რომლებსაც განასახიერებს ჩემი სხეული, ე.ი. ნევროზის ისტერიული ბირთვი, ხოლო ისტერიული სიმპტომები ცხადად ადასტურებენ მათ ენობრივ სტრუქტურას, რაც შესაძლებელს ხდის მათ, როგორც დამწერლობის, გაშიფვრასა და წაკითხვას. ამ ტექსტის რეკონსტრუქციისა და გაშიფვრის შემდეგ ისინი ნადგურდებიან სუბიექტებისთვის განსაკუთრებული დანაკარგის გარეშე.
  • აგრეთვე საარქივო დოკუმენტებში, რომელთა მნიშვნელობაც აღარ მესმის: მათ განასახიერებს ჩემი ბავშვობის შეუღწევი მოგონებები. მათი წვდომა აღარ შემიძლია, რადგან მათი წარმომავლობის შესახებ არაფერი ვუწყი.
  • სემანტიკური განვითრებსა და გარდაქმნის პროცესში: ჩემთვის განუმეორებელ და დამახასიათებელ სიტყვათა მარაგი, ჩემ მიერ მათი გამოყენების განსაკუთრებული თავისებურებები, ისევე როგორც ჩემი ცხოვრების სტილი და ხასიათი, ამ სემანტიკური ევოლუციის შედეგია.
  • ტრადიციებში, თვით ლეგენდებშიც კი, რომლებიც ჩემს ისტორიას ჰეროიკული ფორმით აირეკლავენ.
  • აგრეთვე კვალში, რომელზეც აღბეჭდილია ჩემი ისტორიის ფალსიფიცირებული, შენიღბული ნაწილების სხვა, მათი ჩარჩოში მომქცევ ნაწილებთან შეხვედრით გამოწვეული დამახინჯებები; ეს კვალი მნიშვნელობის მატარებელია, რომელთა რეკონსტრუქციაც მე უნდა შევძლო.“[viii]

შეიძლება ვთქვათ რომ ლაკანი აღმნიშვნელებს მოიაზრებს? მისი აზრით, არაცნობიერი მოიცავს ტრანსკრიფციებს. არაცნობიერში სიტყვები გასაგნებას განიცდიან, ფუნქციონირებენ,  როგორც საგნები იმ მნიშვნელობის ფარგლებს მიღმა, რომლებსაც მეტყველების დროს გამოხატავენ. სიტყვა, ასო-ნიშანთა ერთობლიობა,  ლაკანისთვის აღმნიშვნელის კოლალიზებულ სტრუქტურას გამოხატავს.

გაუცხოება, რომელსაც სუბიექტი სარკის სტადიაზე განიცდის, დუბლირებულია გაუცხოებით სიმბოლური რეგისტრის დონეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ენა, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, სათავეს იღებს სხვისგან (დიდი სხვა), ის ფუნდამენტურად სხვისია და მას ჩვენ ვუწოდებთ მშობლიურ ენას (დედის ენა – la langue maternelle). ბავშვი იძულებულია გამოიყენოს აღმნიშვნელთა ეს წყარო, რათა პირველად სხვისკენ მიმართული მოთხოვნის არტიკულირება შეძლოს. ენა ფსიქიკური ცხოვრების სტრუქტურული ორგანიზატორია, რომელიც აგებულია კანონზე და მასთან განუყოფლად დაკაშირებულ სურვილზე, როგორც შეუძლებლობაზე.

სხვა (დიდი სხვა ) განასახიერებს ინსტანციას, სუბიექტის ფუნდამენტური კითხვებს ადრესატს, რომელიც ეხება სქესსა და სიკვდილს, თვითსუბიექტის არსებობას. ლაკანისთვის სუბიექტი აღმნიშვნელთან არის დაკავშირებული, იგი აღმნიშვნელის მოქმედების შედეგია, რადგან ის (სუბიექტი) სწორედ აღმნიშვნელის არის რეპრეზენტირებული. ლაკანი მას ,,არაცნობიერის სუბიექტს“ უწოდებს.  არაცნობიერის სუბიქტი[ix] ეფუძვნება სხვას, ის იბადება მის წიაღში ( იგულისხმება პირველადი სხვა, დედის ობიექტი, როგორც ენისა და აღმნიშვნელთა წყარო) და, ამავე დროს, გამორიცხულია ამ წიაღიდან (მამის ფუნქციის გავლენით), რაც შესაძლებელს ხდის გავიგოთ, თუ რას გულისხმობს ლაკანი, როდესაც ამბობდა, რომ ,, არაცნობიერი არის სხვისი დისკურსი“ ( დიდი სხვა).

ფროიდი აღნიშნავდა, რომ არაცნობიერში არ არსებობს სქესობრივი დიფერენციაცია, ის არ არის არაცნობიერში რეპრეზენტირებული, თუმცა არაცნობიერი ცნობს აქტიურსა და პასიურს შორის დაპირისპირებას, რაც ადამიანთან სექსუალობას სრულიად განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს, სექსუალობას, რომელიც მარკირებულია ენით, რაც ლაკანს ათქმევინებს, რომ ,,სექსუალური ურთიერთობები არ არსებობს“, ხოლო სექსუალური ურთიერთობა, როგორც შეუძლებლობა, სუბიექტს რეალურის რეგისტრის წინაშე აყენებს.

  • განდევნა

განდევნა, როგორც რეპრეზენტაციაზე ზემოქმედებს, ამ რეპრეზენტაციის გაცნობიერებას აღკვეთს და არა თავად რეპრეზენტაციას. ის მოქმედებაში ლტოლვითი ბუნების ტენდენციებს მოჰყავს. განდევნის ეკვივალენტური რეაქცია, რომელიც გარე სტიმულების ზემოქმედების შედეგად შეიძლება აღმოცენდეს, არის გაქცევა.

განდევნა, როგორც ფროიდი ამბობს, გულისხმობს რეპრეზენტაციის ცნობიერებისგან მოშორებით, მისგან დისტანცირებულად შეკავებას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლტოლვის დაკმაყოფილება, რომელმაც განდევნა განიცადა, უსიამოვნების უფრო ძლიერ განცდას უნდა იწვევდეს, ვიდრე განდევნის ძალით მისი დაკმაყოფილების აღკვეთა. განდევნის შემდეგ არაცნობიერში ის შინაარსები შენარჩუნდება, რომლებითაც ლტოლვებია რეპრეზენტირებული. ისინი არაცნობიერში მიიზიდავენ განდევნილ, უკუგდებულ ელემენტებს და მუდმივი აქტივობის მდგომარეობაში იმყოფებიან. რაც უფრო მეტად უკუგდებული, განდევნის ბირთვისგან დაშორებული არიან ელემენტები, მით უფრო მაღალია მათი გაცნობიერების შანსი. მაგალითად, მახვილსიტყვაობა განდენის მოქმედების მომენტალურად შესატყვისად ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. მახვილსიტყვიანობა განდევნილი შინაარსებისთვის  ვიწრო გასასვლელს ქმნის და ამ გზით ისინი განდევნას ხელიდან უსხლტებიან, თუმცა ეს გასასვლელი სწრაფადვე იხურება. დინამიკური თვალსაზრისით განდევნა მუდმივ ენერგეტიკულ დანახარჯს მოითხოვს, რადგან ის რაც განდევნილია, განდევნილია არა ერთხელ და სამუდამოდ, არამედ მუდმივად შეკავებას საჭიროებს არაცნობიერში. სწორედ აქ ერთვება საქმეში აფექტი. სხვათა შორის, ლაკანი, როგორც ფროიდის ტექსტების კომენტატორი, ყველაზე მწვავედ აფექტის საკითხში გააკრიტიკეს. მაგრამ გადაჭარბებული იქნებოდა იმის თქმა, რომ ლაკანი ფსიქოანალიზში აფექტის  საკითხით დაინტერესებული არ ყოფილა. მაგალითად, შფოთვის კონცეპტს მან ერთწლიანი სემინარი მიუძღვნა და შედეგადაც არაერთგზის დაბრუნებია შემდეგ აფექტის საკითხს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის შეეცადა, ფროიდის ეფექტური კვანტის a კონცეპტი ობიექტის ცნებასთან დაეკავშირებინა.

განდევნა ლტოლვის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ხვედრია, რომელიც კი შეიძლება მას წილად ხვდეს. ფროიდის ტექსტების კომენტატორებს შორის დებატებს იწვევს განდევნისა და დაცვის ცნებების ერთმანეთთან მიმართება.

ერთი შეხედვით, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ განდევნა დაცვის ერთ-ერთი მოდელობაა სხვა მექანიზმთა შორის, მაგრამ სინამდვილეში განდევნა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დაცვის მექანიზმი. ფროიდი გამოყოფს განდევნის სამ ფაზას: უპირველეს ყოვლისა, ეს არის პირველადი გამოვლინება განდევნა (განდევნა, როგორც პირველსაწყისი), ამის შემდეგ- განდევნა, როგორც ასეთი ანუ მეორადი განდევნა, და ბოლოს – განდევნილის დაბრუნება.

  • მეორადი განდევნა ან განდევნა Apres coup

იგი ვრცელდება ლტოლვის რეპრეზენტაციაზე. რეპრეზენტაცია წინაცნობიერი ინვესტიციებისაგან იცვლება, თუმცა ინარჩუნებს არაცნობიერ ინვესტიციებს, ან  უფრო ზუსტად, ადგილი აქვს წინაცნობიერი ინვესტიციების არაცნობიერი ინვესტიციებით ჩანაცვლებას. ინვესტიციის ამ ფენომენის პარალელურად წარმოებს კონტრინვესტიცია, რომელიც წინაცნობიერში ხორციელდება და არაცნობიერში განდევნილი ელემენტების მიზიდულობის ძალის გავლენას განიცდის ე.ი. იმისთვის, რომ განდევნა ფუნქციონირებდეს, უნდა არსებობდეს განდევნილი, რომელიც აღწერილ მექანიზმს მოქმედებაში მოყვანს. ამ გარემოებას ფროიდი მიჰყავს დასკვნამდე, რომ განდევნის ნებისმიერ აქტს საფუძვლად დევს პირველადი განდევნა, განდევნის პირველსაწყისი

  • პირველადი განდევნა

პირველადი განდევნის ან განდევნის პირველსაწყისის ცნებაა მეორადი განდევნის, როგორც ასეთის, დედუქციით მიღებული კონცეპცია. ის არის განდევნის პირველი ფაზა. ,, ლტოლვის ფსიქიკური რეპრეზენტაცია ( რეპრეზენტაციის რეპრეზენტაცია)  ცნობიერებისთვის მიუღებელია და ის არაცნობიერში ქმნის  ფიქსაციის წერტილს; უკუგდებული რეპრეზენტაცია არაცნობიერში განაგრძობს არსებობას, ლტოლვასთან მუდმივ კავშირს ინარჩუნებს და ცვლილებებს აღარც ექვემდებარება“. პირველადი განდევნის თავისებურებაა ის, რომ მის ფუნქციონირება მხოლოდ და მხოლოდ ,, კონტრინვესტიციაზეა დამოკიდებული, რომლის წყალობითაც წინაცნობიერის სიტემა ( Pcs) არაცნობიერი რეპრეზენტაციის ბიძგებისაგან იცავს თავს. სწორედ კონტრინვესტიცია ქმნის პირველადი განდევნის მთავარ საყრდენს, რომელიც მისი მოქმედების მუდმივობას განაპირობებს. კონტრინვესტიცია პირველადი განდევნის ერთადერთი მექანიზმია. მეორადი განდევნის დროს, კლასიკური გაგებით, ამ პროცესს წინაცნობიერის დეზინვესტიცია ემატება.

თუ განდევნა ( არა პირველადი, არამედ განდევნა, როგორც ასეთი ) ვრცელდება ანალურ, ორალურ და სხვა ლტოლვებზე, რომლებსაც ლაკანი ამატებს  მხედველობით ( მზერა) და ხმასთან (ძახილი) დაკავშირებულ ლტოლვებს, მაშინ პირველადი განდევნის საგანს რა წარმოადგენს? ლაკანიანური ჰიპოთეზს მიხედვით, პირველადი განდევნის საგანია პირველად სხვასთან განუყოფელ კავშირში მყოფი აღმნიშვნელი, როგორც მისი სხეულის ნაწილი, როგორც ტკბობა (jouissance). ფალოსი მოგვიანებით აღასრულებს სეპარაციის ფუნქციას, რასაც მოჰყვება არა მხოლოდ პირველადი განდევნა, არამედ ლტოლვის სხვა რეპრეზენტატულობის განდევნაც, რის გამოც, მაგალითად, ისტერიის დროს, ორალურისა და ფალიკურის სფეროები მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

ფროიდი დანდევნის მესამე ფასად განდევნილის დაბრუნებას მიიჩნევს, რომელივ უნდა გავიგოთ, როგორც განდევნის მექანიზმის შემადგენელი ნაწილი, რადგან ის თავს ავლენს და საფუძვლად უქნის სიმპტომის ( როგორც ჩამნაცვლებელ) კომპრომისულ წარმოქმნას.

  1. განმეორება (რეპეტიცია)

განმეორებას ფროიდ განიხილავს, როგორც შინაგან იძულებას.  ეს ცნება ფროიდის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულ მნიშვნელობასა და ფუნქციას იძენს. განმეროების ცნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ფსიქიკური აპარატის მეორე ტოპოგრფიის ფარგლებში იძენს. პაცინტების ცხოვრებაში მონაწილეობს განმეორებადი ქცევები, რომლებსაც ისინი გაუცნბიერებლად ახორციელებენ და რპმელიც განდევნილის დაბრუნების ერთ-ერთი გამოვლინებაა. მიუხედავად ამისა, გაანმეორების ეს ფორმები აუცილებლად სიამოვნების წყაროს  არ წარმოადგენენ. ფროიდი განმეორებას, როგორც მექანიზმს, ისეთი ქცევებისა და მოქმედებების დონეზე აღმოაჩენს, რომლბსაც ინდივიდი გარდუვალი მარცხისკენ მიყავთ. მარცხის, ხელმოცარულობის გამომწვევი ქცევა განმეორებად სახეს იძენს ( ფროიდი ამფენომენს უძღვნის სტატიას ,,წარმატების დროს განცდილი მრცხი“). ფროიდისთვის ტრავმატული ნევროზიც განმეორების მექნიზმის მოქმედების დასტურია, გნსაკუთრებით მაშინ, როდესაც სუბიექტი მატრავმირებელი სიტუაციის რეპროდუქციას უცვლელი და განმეორებითი ფორმით ახდენს სიზმარში.ჩვენ მიერ აღწერილი თამაში Fort-da, როდესაც ბავშვი დედისგან სეპარაციას, როგორცუსიამოვნო სიტუციას, სიმბოლურად იმეორებს, აგრეთვე, განმეორების მოქმედებაზე მიუთითებს.

განმეორების მოქმედების გავლენა ფსიქოანაიზურ მკურნალბაზე ფროიდის ფქრის საგანი გახდა. ის მივიდა მოსაზრებამდე, რომ გახსენება, როგორც ფსიქოანალიზური მკურნალობის საფუძველი, სწორედ განმეორებით იყო შეზღუდული. რემემორაციის (მგონებების რეკონსტრუქცია), როგორც ანალიური მუშაობის საფუძვლის, ეს სეზღუდვა თავს ავლენს პაციენტის მოქმედებებში, რომლებსაც ის სეანსზე ან ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლეა ახორციელენდეს. ე.ი. ის, რისი გახსენებაც ( რემემორაცია) შუეძლებელი იყო, ვლინდებოდა  და განეორებად მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში, რომლებსაც პაციენტი გაუორციელებლად იღებდა.რემემორაციას განმეორება ენაცვლებოდა . ეს გარემოება ფროიდს ტრანსფერის  ცნების ხელახალი გააზრებისკენ უბიძგებს, ტრანსპერისა, რომელიც ამ შემთხვევაში ( განმეორება) ვლინდებოდა,  როგორც წინააღმდეგობა (Resistance) არა მხოლოს წარსული გამოცდილების მიმართ, არამედ  მისი აქტუალური გამოვლენების დონეზე.  ამ საკითს ჩვენ მოგვიანებით დავუბრუნდებით, მაგრამ აქ შეიძლება ვიკითხოთ: რამდენად მართებულია ტრანსფერისა და განმეორების  ფენომენის ერთმანეთთან გაიგივება?

განმეორების ფენომენი ფროიდს ლტოლვის პირველი თეორიის გასახედვისაკენ უბიძგებს, რის შემდეგაც მას შემოაქვს სიკვდილის ლტოლვის- სიამონების პრინციპის მიღმა მოქმედი ძალის ცნება. პირველი მსოფლიო ომის დროს და მის შემდგომ ფროიდის მიერ განხორციელებული თეორიული ცვლილებები აფართოებს ფსიქოანალიზის გამოყენებისა და კვლევის არეალს როგორც სოციალური და კულტურული ცხოვრების, ასევე კლინიკური მუშაობის სფერში.

ფროიდს ანალიზის პრაკტიკაში საწყის ეტაპზე ისტერული პაციენტების  მკურნალობისას სწორედ განმეორების ფენომენი გამორჩა მხედველობიდან, რაზეც ლაკანი ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს არ არის გასაკვირი, თუ  გავითვალისწინებთ ისტერიული პაცენტის მამისკენ მიმართულ სურვილს, რომელშიც მამის სტატუსის შენარჩუნებასა და აღდგენას ისახავს მიზნად; როდესაც ანალიტიკოსი ისტერიული პაციენტისთვის მამის ადგილს იკავებს, პაციენტი ტრანსფერში, ანალიტიკსის საამებლად, უხვად ამარაგებს მას მოგონებებით, რაც ნიღბავს განმეორების მოქმედებას, რომელიც ამ სცენის მიღმა განაგრძობს მუშოაბას.

  • TUCHE TE AUTOMATON

განმეორების ადგილი ფსიქოანალიზის პრაქტიკისა და თეორიის ფარგლებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა. ლაკანი იქამდე მიდის, რომ განმეორებას ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ფუნდამენტური კონცეფციის სტატუსს ანიჭებს. განმეორებას ლაკანი ორი რეგისტრის ჭრილში განიხილავს და ამისთვის ფილოსოფიიდან  არიტოტელეს კატეგორიებს სესხულობს.  ერთ-ერთ რეგისტრს ის უწოდებს automaton-ს, როელიც განმეორების ფენომენს სიმბოლურის რეგისტრთან აკავშირებს: ,,ეს არის ნიშნების ინსტანცია, რომელიც სუბიექტს სიამოვნების პრინციპს ძალით იქვემდებარებს[x]“ . ხვაგვარად თუ ვიტყვით, განმეორება, როგორც აუტომატონი, აღმნიშვნელთა ჯაჭვისთვის არის დამახასიათებელი, სადაც აღმნიშვნელი მუდმივად მეორდება, მუდმივად ბრუნდება,  რადგან პირველად აღმნიშნველი გამქრალია და ეს გარემოება ენობრივი სტრუქტურის გავლენით აღმნისნველტა მთელი წყების განმეორებას იწვევს. Tuche – ს, რაც ბერძნულად ნიშნავს ,, შემთხვევით შეხვედრას“. Tuche განმეორებას ტრამვასთან აკავშირებს. ტრავმა არის რეალური შეხვედრის აუტანელი გამოცდილება, რომელის თავიდან აცილებაც სუბიექტმა ვერ შეძლო.  ამ გამოცდილებამ სიმბოლოზაცია ვერ განიცადა, ხოლო განმეორება არის იმის სიმბოლიზაციის მცდელობა, რაც სიმოლიზაციის მექანიზმს ხელიდან დაუსხლტება. განმეორება ამ გამოცდილების დამორჩილების მარცხისთვის განწირული მცდელოებია.

ამგვარად, განმეორება, როგორც რემემორციის (მოგონება/ გახსენება) შესაძლებლობის ზღვარი, დაკავშირებულია რეალურთან[xi], იმდენად რამდენადაც ის შეულებლობას გამოხატავს. ლაკანი თამაშის  Fort-da  კომენტირებას ახდენს და ამბობს, რომ დედის არყოფნით შექმნილი სიცარიელე, უფსკრული ყოველთვის ღიაა, რომლის ადგილზეც  მოდის სიმბოლური თამაში და აღმნიშვნელი, ის მეორდება მუდმივად და ამ სიცარიელის სიმოლიზაციას ცდილობს, სიმბლური წესრიგის უქვემდებარებს მას.

[i] ტერმინი ,,მნესტიკური კვალი“ ფროიდთან, ისევე როგორც მოცემულ ნასრომში, მრავლობით რიცხვშია გმოყენებული

[ii] ტერმინი განყოფილება, სექცია ამ შემხვევასი ბევრად უფრო მართებულია, ვიდრე ინსტანცია, რომელზეც ფროიდი მოგივანებით ლაპარაკობს. ამ ეტაპზე ის ფსიქიკურ აპარტს არწერს კოგნიციისა და ნეირომეცნიერების ტერმინებით, როგორც ნევროლოგი და არა როგორც ფსიქოანალტიკოსი.

[iii] ტემინი ,, უსიამოვნება“ გულისხმობს ფსიქოფიზიკური დაძაბულობით გაოწვეულ მდგომარეობას ორგანიზმში, რომელიც, ექვემდებარება რა სიამოვნების პრინციპს,ისწრაფვის განტვირთვისკენ ე.ი. უსიამოვნო მდგომარეობის ლიკვიდაციისკენ.

[iv] S.Freude, lettres a Wilhelm flieb 1887-1904

[v] S.freud, ,,I inconsceient  (1915), in. metapschologie.

[vi] ფროიდი ლაპარაკობს ე.წ. გნდევნილი სინაარსების დოკუმენტებზე, რომლების ცნობიერებაში იჭრებიან, როგორცუცხ სცეულები, რომლებსაც სხვა არაცნობიერ ან ცნობიერ რეპრეზენტაციებთან პირდაპირი კავშირი დაკარგული აქვთ და მხოლოდ სიმბოლურ კავსირს ინარჩუნებენ. ეს გარეოება კი სიმპტომის ფორმირებას უდევს საფუძვლად. სწორედ ამას ფულისხმობს ფროიდი, როდესაც ამბობს, რომ განდევნილი სინაარსი, რომელიც ცნობიერების ზრურბლს ლახავს, სრულიად ვერ ეწერება ნორმალურ ცნობიერ პროცესებში.

[vii] ლაკანი იტენებს ტერმინს Mensonge, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც ,,სიცრუე“ ,,ტყუილი“, მაგრამ არა სტყვის არა ეთიკური, არამედ ფენომენალური გაგებით.

[viii] J. lacan ,,foncetion et le champ de la parole et du langage en psychanlyse”, in Ecrits, paris, le seuil.

[ix] ლაკანი ფსიქოანალიზში სუბიექტის ცნებას განასხავებ მე-ს (EGO) ცნებისგან.

[x] ლაკანი, 1967 წ.

[xi] იგულისხმება არა რეალობა, არამედ რეალური როგორც ერთ-ერთი რეგისტრი ტრიადისა:სიმბოლური, წარმოსახვთი,რეალური.

 

 

წყარო: ალენ ვანიე “ფსიქოანალიზის შესავალი”

Leave A Reply

error: Content is protected !!